Loading...

ჭიათურმანგანუმ
ჯორჯია

ქართული ფეროშენადნობები

მეტის ნახვა

ჭიათურმანგანუმ ჯორჯია

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და ახორციელებს ფეროშენადნობების წარმოებასა და ექსპორტს. კომპანია ფლობს მანგანუმის ნედლეულის მარაგებს და მისი მოპოვების ლიცენზიას, ასევე მანგანუმის მადნის გამამდიდრებელ და ფეროშენადნობთა ქარხნებს. პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს. კომპანია „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ აწარმოებს დაახლოებით 40 000 ტონამდე ფეროშენადნობებს წლიურად და პროდუქციას აწვდის ბიზნეს პარტნიორებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენი ბიზნეს პარტნიორების ვრცელი სია და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციიის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რომ ჩვენი კომპანია საიმედო და სანდო ბიზნეს პარტნიორია
SUITABLE GEOGRAPHICAL LOCATION

ხელსაყრელი მდებარეობა

HIGH QUALITY PRODUCTION WITH MINIMAL COSTS

მაღალი ხარისხი

TEAM OF PROFESSIONALS

პროფესიონალთა გუნდი

Manganese ore reserves

მანგანუმის მარაგი

ჩვენს შესახებ

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ დაარსდა 2008 წლის 8 მაისს. წლების განმავლობაში კომპანია განვითარდა და გაფართოვდა: 2008 წლის აგვისტოში კომპანიამ ააშენა პირველი ქარხანა - ნახშირღელეს ფეროშენადნობთა მწარმოებელი ქარხანა - წლიური წარმადობით 4800-5400 ტონა. 2011, 2012 და 2018 წლებში ქარხანა გაფართოვდა, დაემატა ღუმელები და წლიური წარმადობა გაიზარდა. ამჟამად ქარხანა აწარმოებს 35000-40000 ტ. პროდუქციას წლიურად.

2011 წელს ნახშირღელეში აშენდა ლითონგადამამუშავებელი მექანიკური საამქრო და 2012 წელს ლითონის საჩამომსხმო საამქრო ორი ინდუქციური ღუმელით. ნახშირღელეში, ასევე კომპანიის საკუთრებაშია, დამწევი ქვესადგური 110/35/10 . 2009- 2010 წელებში კომპანიამ შეიძინა მანგანუმის სარეცხი და მადნის გამამდიდრებელი მინი ქარხანები ჭიათურაში. 2010 წელს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ“ შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა რუსთავში წლიური წარმადობით 4800-5400 ტონა. 2011 წელს მოხდა ქარხნის გაფართოება და შესაბამისად წარმოებაც გაორმაგდა. რუსთავში ასევე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს დამწევი ქვესადგური 110/35/10 .

2013 წელს კომპანიამ ააშენა მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი უნივერსალური ქარხანა ჭიათურაში. 2015 წელს კი კომპანიამ შეიძინა ფეროშენადნობთა ქარხანა ორხევში, წლიური წარმადობით 6000-7200 ტონა. 2019 წელს კომპანიამ, ნახშირღელეს ფეროშენადნობი ქარხნის ტერიტორიაზე დაასრულა ახალი აგლომერაციის ქარხნის მშენებლობა, წლიური წარმადობით 240 000 ტონა. აგლომერაციის ქარხანაში წარმოებული აგლომერატის გამოიყენება კომპანიის კუთვნილ ფეროშენადნობთა ქარხნებში, ასევე კომპანია ახორციელებს წარმოებული აგლომერატის ექსპორტს.




ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტენდარტების შესაბამისი ტექნიკით. ამასთანავე, მუდმივად მიმდინარეობს გადაიარაღებისა და განახლების პროცესი. სისტემატიურად ხდება თანამშრომლების გადამზადება, ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ შესაბამის გამოფენებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

საბოლოოდ კი კვალიფიცირებული კადრები და პროდუქციის მაღალი ხარისხი შესაბამისად ქმნის ჩვენი კომპანიის სანდო და წარმატებულ იმიჯს. როგორც ერთ ერთი წარმატებული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ჩართულია მრავალ საქველმოქმედო, ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებში.

2015 წლის 13 აგვისტოს შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“-ს აქტიური მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით, დარგში მოქმედ ლიდერ კომპანიებთან ერთად, დაარსდა „ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია“. მისი მიზანია იზრუნოს დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან, არასამთავრობო, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან, რათა განვითარდეს აღნიშნული დარგი და გაიზარდოს ექსპორტის წილი.

პროდუქცია

Team Member

ქიმიური შემადგენლობა

Mn Si P C S
78,0 3,0 0,45 6,0 0,003

ფერომანგანუმი

Team Member

სილიკომანგანუმი

Team Member

ფეროსილიციუმი

Team Member

აგლომერატი

საწარმო

Project Example
Project Example
Project Example
Project Example
Project Example
Project Example

ბორდის წევრები

დირექტორი
Beridze@Chmg.com.ge
მამია ბერიძე
ტექნიკური დირექტორი
misha.janiashvili@yahoo.com
მიხეილ ჯანიაშვილი
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client
  • Client